სამშაბათს ერაყში 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა თავდასხმებსა და აფეთქებებს.
მათი უმრავლესობა დაიღუპა ბაღდადში დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. მანქანას თვითმკვლელი მართავდა. ერაყის ხელისუფლების ცნობით, ერთი ოჯახის წევრი ექვსი ადამიანი დაიღუპა ამერიკის საჰაერო დარტყმის შედეგად პროვინცია დიალაში. შეერთებული შტატების სამხედრო ხელმძღვანელობა ამოწმებს ამ ინფორმაციას. ბაყუბასა და მოსულში აღმოჩენილია 21 გვამი. ყველას ეტყობა ნატყვიარები. მოკლულთაგან ბევრს ხელები შეკრული ჰქონდა.