Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიის ოპოზიციის ლიდერი ალიაქსანდრ მილინკევიჩი


ბელორუსიის ოპოზიციის ლიდერი ალიაქსანდრ მილინკევიჩი დღეს ცოტა ხნით დააკავეს მინსკის აეროპორტში,

ბელორუსიის ოპოზიციის ლიდერი ალიაქსანდრ მილინკევიჩი დღეს ცოტა ხნით დააკავეს მინსკის აეროპორტში,
სადაც ის ლატვიიდან ჩაფრინდა. ნატოს სამიტზე მილინკევიჩი აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს შეხვდა. მილინკევიჩის პრეს-მდივან პაველ მაჟეიკას განცხადებით, მილინკევიჩი რამდენიმე საათი ჰყავდათ დაკავებული, რის შემდეგაც ის გაათავისუფლეს. მას ბრალად წაუყენეს ბელორუსიიდან სათანადო დოკუმენტების გარეშე გამგზავრება და, შესაძლოა, დააჯარიმონ. მილინკევიჩი პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას მთავარი კონკურენტი იყო მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში.
XS
SM
MD
LG