Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კატარი რამდენიმე თვე ხელფასებს გადაუხდის


კატარი რამდენიმე თვე ხელფასებს გადაუხდის პალესტინელთა განათლების სისტემის 40 000 მუშაკს.

კატარი რამდენიმე თვე ხელფასებს გადაუხდის პალესტინელთა განათლების სისტემის 40 000 მუშაკს.
ამის შესახებ პალესტინელთა პრემიერ-მინისტრმა ისმაილ ჰანიამ განცხადა. როგორც მან დღეს დოჰაში განაცხადა, დაგეგმილია თვეში 22,5 მლნ დოლარის გამოყოფა რამდენიმე თვის მანძილზე. პალესტინელთა მთავრობა, რომელსაც "ჰამასი" უდგას სათავეში, ფინანსური კრახის პირას მიიყვანა დასავლეთიდან დახმარების შეწყვეტამ იმის გამო, რომ "ჰამასი" უარს ამბობს ისრაელის ცნობაზე, ძალადობის შეწყვეტასა და ისრაელ-პალესტინელთა დროებითი ზავის მხარდაჭერაზე.
XS
SM
MD
LG