Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პროვინცია პაქტიაში გზის პირას


ავღანეთის პროვინცია პაქტიაში გზის პირას დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა ავღანეთის 6 ჯარისკაცი.

ავღანეთის პროვინცია პაქტიაში გზის პირას დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა ავღანეთის 6 ჯარისკაცი.
ავღანეთის ხელისფლების ცნობით, გუშინ ქვეყნის აღმოსავლეთში ნატოს ჯარების მიერ განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად დაიღუპა ოთხი სამოქალაქო პირი და ერთი დაიჭრა. დღეს ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ დაიჩივლა, რომ ქვეყნის მშვიდობიან მოსახლეობა მსხვერპლს განიცდის როგორც ტერორისტების, ისე ნატოსა და შეერთებული შტატების ჯარების მხრიდან. ნატოს ხელმძღვანელობამ დააზუსტა ინფორმაცია 2 და 3 დეკემბერს თალიბებთან შეტაკებისას მომხდარის შესახებ. დაღუპულ თალიბთა თავდაპირველი რიცხვი - 80 - სამხედროებმა 7-8 ადამიანით შეცვალეს.
XS
SM
MD
LG