რომლებიც პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას მეტოქეები იყვნენ წლევანდელ არჩევნებში. ერთს - ალექსანდრ კაზულინს 5,5 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი ანტისამთავრობო გამოსვლებში შესრულებული როლისთვის. და აი, ცნობილი გახდა, რომ კაზულინმა შეწყვიტა შიმშილობა, რომელიც ციხეში ჰქონდა გამოცხადებული. ბელორუსიის პრეზიდენტობის მეორე ოპოზიციონერი კანდიდატი კი - ალექსანდრ მილინკევიჩი - სტრასბურგშია ჩასული. დღეს მას გადასცეს ევროკავშირის მთავარი პრემია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში - სახაროვის სახელობის პრემია.
სახაროვის სახელობის პრემიით დაჯილდოვების ცერემონია ევროპარლამენტში გაიმართა, რომლის წევრებიც ხანგრძლივი ოვაციებით, ფეხზე ამდგარი მიესალმნენ მილინკევიჩს. [ოვაციები] ემოციური იყო თვით მილინკევიჩის გამოსვლაც. მან ილაპარაკა თავდადებაზე, რომელსაც სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სტუდენტები, რიგითი მოქალაქეები იჩენენ მმართველ რეჟიმთან დაპირისპირებაში და სახაროვის სახელობის პრემია მიუძღვნა ყველას, ვინც კი წინააღმდეგობას უწევს პრეზიდენტ ლუკკაშენკას რეჟიმს.
[მილინკევიჩის ხმა] "ეს მხოლოდ ჩემი პრემია არ არის. ჩემთან ერთად, ეს ჯილდო ეკუთვნის ბელორუსიის ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის, ყველას, ვინც ამ გაზაფხულზე მინსკის მთავარ მოედანზე მოვიდა საკუთარი ღირსების დასაცავად, მათ, ვინც დაპატიმრებული იყო ან დღესაც დაპატიმრებულია, მათ, ვინც უნივერსიტეტებიდან გარიცხეს ან სამსახურებიდან დაითხოვეს."
ევროპარლამენტის წინაშე ბელორუსულ ენაზე გამოსვლისას, მილინკევიჩმა შეკრებილების ყურადღება გაამახვილა ალექსანდრ კაზულინის მძიმე ხვედრზე: [მილინკევიჩის ხმა] "ალექსანდრ კაზულინი უკვე ორი თვეა, ციხეში შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია. მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება. ეს პრემია მასაც ეკუთვნის."
საგულისხმოა - ცნობილი გახდა, რომ კაზულინმა შეწყვიტა შიმშილობა მას შემდეგ, რაც 53 დღე უარს ამბობდა ჭამაზე. ინფორმაცია შიმშილობის შეწყვეტის შესახებ კაზულინის მეუღლემაც დაადასტურა. ევროპარლამენტში კი მილიონკევიჩმა მოუწოდა ევროკავშირს, უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას დემოკრატიის მხარდამჭერთა ხელშესაწყობად.
[მილინკევიჩის ხმა] "რაც გაერთიანებულ ევროპას აკლია, არის იმ ადამიანთა მხარდაჭერის მექანიზმი, რომლებიც არადემოკრატიულ ქვეყნებში იბრძვიან - ბელორუსია ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც უსამართლობის მსხვერპლად იქცა. დღეს ევროპის კავშირს ასეთი მექანიზმი პრაქტიკულად არ გააჩნია. ევროპის კავშირი იმისთვის შეიქმნა, რათა დახმარებოდა მათ, ვინც დემოკრატიული გზა აირჩია და ამ გზით სიარულს აპირებს. და ევროპის კავშირმა რაც შეიძლება მალე უნდა შეიმუშავოს დახმარების მოქნილი პროგრამები მათთვის, ვისაც დიქტატურის პირობებში უწევს ცხოვრება."
მილინკევიჩი, მისივე თქმით, იმასაც აცნობიერებს, რომ ბელორუსიის მმართველი რეჟიმი გარედან ზეწოლის შედეგად არ შეიცვლება და საქმეს ვერც არჩევნები უშველის, რადგან დიქტატურებს არ სჩვევიათ ნებაყოფლობით წასვლა ხელისუფლებიდან. ერთადერთი გამოსავალია, მისი შეფასებით, ქუჩის აქციები, მშვიდობიანი აქციები. მათში მონაწილეობით რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა გააგებინოს ლუკაშენკას რეჟიმს, რომ ბელორუსიის მიწაზე დიქტატურის ადგილი არ არის.
[მილინკევიჩის ხმა] “ბელორუსია ძალიან მალე დაბრუნდება ევროპულ ოჯახში და თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა იქნება. ისტორია გვასწავლის, რომ დიქტატორებს არასოდეს ჰქონიათ დიდი მომავალი და გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ტირანების საქმე ძალიან ცუდად მთავრდება ხოლმე”.
ბოლოს ისიც უნდა ითქვას, რომ პრემია, რომელიც მილინკევიჩს მიენიჭა, ცნობილი საბჭოთა უფლებადამცველის, ნობელის პრემიის ლაურეატ ანდრეი სახაროვის სახელს უკავშირდება და ფულად ჯილდოსაც ითვალისწინებს - 50 000 ევროს.