Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში თავს დაესხნენ ავღანეთის პარლამენტის


ქაბულში თავს დაესხნენ ავღანეთის პარლამენტის დეპუტატს პაკტიის პროვინციიდან ფაშდუ ხან ზადრანს.

ქაბულში თავს დაესხნენ ავღანეთის პარლამენტის დეპუტატს პაკტიის პროვინციიდან ფაშდუ ხან ზადრანს.
დაიღუპა შემთხვევითი გამვლელი, დაიჭრა, სულ ცოტა, შვიდი კაცი, მათ შორის ზადრანის სამი მცველი. თავად დეპუტატი დაჭრილთა შორის არ არის. თვითმკვლელმა მოიერიშემ დანაღმული ავტომანქანა დეპუტატის სახლთან ააფეთქა. მიღებული ცნობების თანახმად, ბოლო ორი თვის მანძილზე ეს თვითმკვლელის მოწყობილი პირველი ტერაქტია ქაბულში.
რადიო "თავისუფლებისთვის" მოცემულ ინტერვიუში ზადრანმა განაცხადა: [ფაშდუ ხან ზადრანის ხმა] "ყველა, ვინც ტერორისტებს ებრძვის, მათი მტერი ხდება. მათ სურთ, ავღანეთში ისევ აამუშავონ საკუთარი ბაზები და აქტიურ მოქმედებაზე გადავიდნენ. მათ სურთ, ქვეყანა ისევ გადააქციონ პლაცდარმად ალ-ყაიდისა და სხვა ტერორისტებისთვის."
XS
SM
MD
LG