Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ყოფილმა დიქტატორმა სადამ ჰუსეინმა


ერაყის ყოფილმა დიქტატორმა სადამ ჰუსეინმა განაცხადა, რომ მზად არის, თავი მსხვერპლად გაწიროს,

ერაყის ყოფილმა დიქტატორმა სადამ ჰუსეინმა განაცხადა, რომ მზად არის, თავი მსხვერპლად გაწიროს,
და ერაყელ ხალხს მოუწოდა, ერთიანი ძალისხმევით შეებრძოლოს მტერს. გუშინ ერაყის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა სადამ ჰუსეინისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი. ჰუსეინს ჩამოხრჩობით სიკვდილი მიუსაჯეს 80-იან წლებში სოფელ დუჯაილიში 148 ადამიანის დახოცვისთვის. ახლა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დაამტკიცონ პრეზიდენტმა ჯალალ თალაბანიმ და ორმა ვიცე-პრეზიდენტმა. დამტკიცებიდან 30 დღის განმავლობაში სასიკვდილო განაჩენი სისრულეში უნდა მოიყვანონ. აი, რა თქვა ამასთან დაკავშირებით ერაყის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურმა მრჩეველმა ალ-რიკაბიმ: [რიკაბის ხმა] "სასამართლოს გადაწყვეტილება მთავრობისთვის სავალდებულოა. მთავრობას უფლება არ აქვს, მოიხსნას პასუხისმგებლობა და უარი თქვას საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე, თუნდაც ტერორისტული თავდასხმის საფრთხე ემუქრებოდეს."
XS
SM
MD
LG