სადამ ჰუსეინის ვექილს დღეს მისცეს წინადადება,
მოაგროვოს ერაყის ყოფილი დიქტატორისა და მისი ძმის, ბარზან ალ-თიქრითის პირადი ნივთები. ადრე იტყობინებოდნენ, რომ ორივე განსასჯელი ამერიკელთა სამხედრო საპატიმროდან ერაყისაში გადაიყვანეს, მაგრამ ერაყის იუსტიციის სამინისტრომ უარყო ეს ცნობა. შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ჰუსეინი ჯერაც ამერიკულ ციხეშია. სადამ ჰუსეინსა და მის ძმას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ბრალდებით. ერაყის სასამართლოს მაღალი რანგის წარმომადგენლის ცნობით, განაჩენი არაუგვიანეს შაბათამდე იქნება სისრულეში მოყვანილი. ადამიანის უფლებების საკითხში გაეროს უზენაესმა წარმომადგენელმა ლუიზ არბურმა ერაყის ხელისუფლებას მოუწოდა, თავი შეიკავოს სასიკვდილო განაჩენის უმალ აღსრულებისგან. არბურის თქმით, მრავალი ეჭვი არსებობს სადამ ჰუსეინის მიმართ სასამართლოს მიუკერძოებლობის თაობაზე.