Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს, გამთენიისას, ბაღდადში ჩამოახრჩეს ერაყის


დღეს, გამთენიისას, ბაღდადში ჩამოახრჩეს ერაყის ყოფილი დიქტატორი სადამ ჰუსეინი.

დღეს, გამთენიისას, ბაღდადში ჩამოახრჩეს ერაყის ყოფილი დიქტატორი სადამ ჰუსეინი.
განაჩენის სისრულეში მოყვანიდან რამდენიმე საათში დასავლეთისა და არაბულენოვანი ქვეყნების ტელეარხებმა გადასცეს კადრები, რომლებზეც ასახულია ჰუსეინის მსვლელობა სახრჩობელისკენ. უშუალოდ ჩამოხრჩობის პროცესი ტელევიზიით არ უჩვენებიათ. ერაყის მთავრობის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში მოვაფაყ რუბაიემ, რომელიც სიკვდილით დასჯას დაესწრო, სატელეფონო ინტერვიუ მისცა აშშ-ის ტელეკომპანია CNN-ს: [მოვაფაყ რუბაიეს ხმა] ეს კაცი ძალიან, ძალიან მოტეხილი იყო. მასში ვერავითარი სინანული ვერ დავინახე. ვერ ვიგრძენი, რომ რაიმეს მონანიება სურდა. ვფიქრობ, არც პატიებას სთხოვდა ვინმეს. სასიკვდილო განაჩენი სადამ ჰუსეინს 5 ნოემბერს გამოუტანეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის. კერძოდ, სასამართლომ იგი დამნაშავედ სცნო 148 შიიტი მამაკაცის დახოცვაში 1982 წელს. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო და საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაციები სასამართლო პროცესს აკრიტიკებდნენ და აცხადებდნენ, რომ ის საერთაშორისო იურიდიული ნორმების დარღვევით წარიმართა. ჰუსეინი ორ ათეულ წელიწადზე მეტ ხანს მართავდა ერაყს, ვიდრე მას 2003 წელს ჩამოაგდებდნენ აშშ-ის ხელმძღვანელობით განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შედეგად. 2004 წლის 13 დეკემბერს იგი ამერიკელმა სამხედროებმა შეიპყრეს.
დღეს ერაყში 50-მდე ადამიანი დახოცა ბომბის აფეთქების შედეგად.
ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილით დასჯას მიესალმა აშშ, ისრაელი, ირანი, დიდი ბრიტანეთი, ასევე ავსტრალია. რომის პაპმა, ევროკავშირმა და ადამიანის უფლებადამცვლებელმა აქტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება, რუსეთმა, ინდოეთმა და ლიბიამ სინანული გამოხატეს.

XS
SM
MD
LG