Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალებმა სარაკეტო


ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალებმა სარაკეტო დარტყმა მიაყენეს გვირაბს,

ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალებმა სარაკეტო დარტყმა მიაყენეს გვირაბს,
რომელიც ღაზას ისრაელთან აკავშირებს. შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა თქმით, პალესტინელი ექსტრემისტები ისრაელში შესაღწევად აპირებდნენ გვირაბის გამოყენებას. ორშაბათს ისრაელის საკურორტო ქალაქ ეილათში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ორი მძიმედ დაიჭრა. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა პალესტინელთა ერთდროულად სამმა დაჯგუფებამ აიღო საკუთარ თავზე. გვირაბის დაბომბვასთან დაკავშირებით პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა: "ჩემი პოზიცია შემდეგში მდგომარეობს: ჩემთვის ასეთი აქტები მიუღებულია, მე მათ ვკიცხავ და უარვყოფ. არ იყო ამის არავითარი აუცილებლობა და ვერავითარ სარგებელს ვერ მივიღებთ მისგან. მაგრამ, მიმაჩნია, რომ ტერაქტი ვერ ჩაშლის ჩვენსა და ისრაელს შორის ზავს ღაზის სექტორში."
XS
SM
MD
LG