Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამოვიდა


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამოვიდა გაფრთხილებით,

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამოვიდა გაფრთხილებით,
რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ესქტრემიზმისა და ეთნიკური, ისევე როგორც რელიგიური შეუწყნარებლობის საფრთხეა მოსალოდნელი. ამ საფრთხეზე პუტინმა უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლების წინაშე გამოსვლისას ილაპარაკა: “წელს გაიმართება რეგიონული საკრებულოებისა და სახელმწიფო სათათბიროს მორიგი არჩევნები. ეს არის სახელმწიფო ხელისუფლების ფორმირების უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული მექანიზმი. ხელისუფლება პასუხისმგებელია და არჩეულია ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციის შედეგად. ამასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია არა მარტო კანონიერებისა და წესრიგის უზრუნველყოფა, არამედ საზოგადოების დაცვა საზოგადეობრივ-პოლიტიკურ სივრცეში ექსტრემიზმის, ეთნიკური და რელიგიური შეუწყნარებლობის იდეოლოგიების გავრცელებისაგან”. იქვე პუტინმა უშიშროების სამსახურს მოუწოდა, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესებისა და ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ.
XS
SM
MD
LG