გერმანიაში პროკურატურამ გასცა გერმანელი მოქალაქის გატაცებასთან კავშირში ეჭვმიტანილი 13 პირის დაპატიმრების ორდერი.
საქმე ეხება გატაცებას, რომლის ორგანიზების პასუხსმგებლობასაც აშშ-ის დაზვევრის ცენტრალურ სამმართველოს აკისრებენ. გერმანიის მოქალაქის, წარმოშობით ლიბანელი ხალედ ალ-მასრის თქმით, ის 2003 წლის დეკემბერში შეიპყრეს სერბია-მაკედონიის საზღვარზე და ჩაიყვანეს ავღანეთში, საპატიმროში. რამდენიმე თვეში, 2004 წლის მაისში, ალ-მასრი ალბანეთში გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა დაადგინა, რომ უდანაშაულო კაცი ჰყავდა დაკავებული. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და სხვა უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები უარს ამბობენ ამ ამბის საჯაროდ კომენტირებაზე. თუმცა, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის თქმით, ამერიკის მხარემ შცდომა აღიარა.