Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა


საფრანგეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფილიპ დუსტ-ბლაზიმ გამოაქვეყნა წიგნი,

საფრანგეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფილიპ დუსტ-ბლაზიმ გამოაქვეყნა წიგნი,
რომელშიც ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის ერთი გამონათქვამიცაა მოყვანილი: რომ სასურველია, ქაოსი დაიწყოს, რადგან ამის მერე ღმერთთან შეხვედრა მოგველის. დუსტ-ბლაზის თქმით, აჰმადინეჟადმა ეს უჩვეულო განცხადება გააკეთა 2005 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის დროს, ბირთვული პროგრამისადმი მიძღვნილ მოლაპარაკებაზე, რომელშიც საფრანგეთის, გერმანიის და ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელებიც მონაწილეობდნენ. ევროპელი მინისტრები გააოგნა ირანის პრეზიდენტის ამ კომენტარმაო, წერს დუსტ-ბლაზი წიგნში, რომელიც ხუთშაბათს გამოქვეყნდა საფრანგეთში.
XS
SM
MD
LG