Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს წარმომადგენელმა მარტი აჰტისაარიმ სერბიის


გაეროს წარმომადგენელმა მარტი აჰტისაარიმ სერბიის პრეზიდენტს გააცნო კოსოვოს სტატუსის განსაზღვრის გეგმა.

გაეროს წარმომადგენელმა მარტი აჰტისაარიმ სერბიის პრეზიდენტს გააცნო კოსოვოს სტატუსის განსაზღვრის გეგმა.
როგორც აჰტისაარიმ ბელგრადში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა: [აჰტისაარის ხმა] “ვითარების მოგვარების მიზანია შეიქმნას საფუძველი მომავალი კოსოვოსთვის, რომელიც სიცოცხლისუნარიანი და სტაბილური იქნება, მომავალი კოსოვოსთვის, სადაც ყველა ჯგუფის წარმომადგენლები - ალბანელები, სერბები და სხვები - ღირსეულ, უსაფრთხო და ეკონომიკურად სტაბილურ პირობებში ცხოვრებას შეძლებენ”. აჰტისაარის მიერ ბელგრადში წარდგენილი გეგმით გათვალისწინებულია საერთაშორისო სტრუქტურებში კოსოვოს შესვლის მხარდაჭერა, მაგრამ, იმავდროულად, ნატოს მიერ პროვინციის ტერიტორიის პატრულირების და კოსოვოს საერთაშორისო მეთვალყურეობის გაგრძელება. როგორც იუწყებიან, სერბიის პრეზიდენტმა უარყო აჰტისაარის გეგმა, რადგან ის - პრეზიდენტ ტადიჩის შეფასებით - გზას უხსნის კოსოვოს დამოუკიდებლობას. აჰტისაარი გამოვიდა მოწოდებით, ამ თვეშივე მოეწყოს კოსოვოს დამოუკიდებლობის მომხრე ეთნიკური ალბანელებისა და კოსოვოს დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგე სერბიის ხელისუფალთა მოლაპარაკება.
XS
SM
MD
LG