Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ერაყის დედაქალაქში ბაღდადში 37


დღეს ერაყის დედაქალაქში ბაღდადში 37 ადამიანი დაიხოცა.

დღეს ერაყის დედაქალაქში ბაღდადში 37 ადამიანი დაიხოცა.
აშშ-ის არმიამ გამოაცხადა, რომ გასულ ორ კვირაში ოთხი შვეულმფრენი მეამბოხეებმა ჩამოაგდეს, რის შედეგადაც დაიხოცა სულ 20 ადამიანი. ზემოთხსენებულ 37-თან ერთად 33 გვამი იქნა ნაპოვნი ბაღდადში, მის გარეთ კი, შვიდი ადამიანი მოკლეს.
ერაყის მთავრობამ განაცხადა დღეს, რომ ამ ქვეყანაში თავდამსხმელთა ნახევარი სირიიდან შემოსულები არიან.
ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ მალიკიმ სიკვდილით დასჯილი ყოფილი პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის მომხრეები დაადანაშულა ბაღდადში თვითმკვლელის მიერ გუშინ მოწყობილ თავდასხმაში, რომელსაც 130 ადამიანის დაღუპვა და 300-ის დაშავება მოჰყვა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი თავდასხმა 2003 წელს ერაყში ომის დაწყების შემდეგ. აშშ-ის თეთრმა სახლმა დაგმო თავდასხმა, როგორც სისატიკე და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ერაყის არჩეულ მთავრობას დაუჭერს მხარს. ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, ავტომანქანა, რომელიც აფეთქდა, ერთი ტონა ასაფეთქებლით იყო დატვირთული.
XS
SM
MD
LG