შეერთებულ შტატებში, წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია,
რომელიც ეწინააღმდეგება ერაყში ამერიკის ჯარის გაზრდის თაობაზე პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის გეგმას. რეზოლუცია სავალდებულო ხასიათის არ არის - თუმცა დემოკრატები აცხადებენ, რომ დოკუმენტის მიღება არის პირველი ნაბიჯი, რომლითაც დემოკრატების მიერ კონტროლირებული კონგრესი ცდილობს პრეზიდენტი აიძულოს, შეცვალოს ერაყში გატარებული კურსი. რეზოლუცია 246 ხმით 182--ს წინააღმდეგ გავიდა. დემოკრატებთან ერთად, მას ხმა ათზე მეტმა რესპუბლიკელმა წევრმა მისცა.