დღეს 86 წელი გავიდა საქართველოს გასაბჭოებიდან. 1921 წლის 25 თებერვალს დაიწყო ბოლშევიკური ოკუპაცია,
რომელმაც განდევნა საქართველოს დემოკრატული რესპუბლიკის ხელისუფლება. დამყარდა კომუნისტური რეჟიმი, რომელმაც 70 წელი გასტანა. დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით, თბილისის მერიამ და არასამთავრობო ორგანიზაცია "ტფილისის ჰამქარმა" ერთობლივი ღონისძიებები გამართა. ამასთან, "ტფილისის ჰამქარმა" და ინტერნეტ-პორტალ "ფორუმ.გე"-ს წარმომადგენლებმა აქცია გამართეს თბილისში რუსეთის საელჩოსთან საქართველოს გასაბჭოებიდან 86-ე წლისთავთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეების განმარტებით, მათი მიზანია ქართველმა ერმა არ დაივიწყოს რუსეთის ანექსია და აღარავის მისცეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის უფლება.