Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებულ შტატებში რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯონ


შეერთებულ შტატებში რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯონ მაკკეინმა, ოფიციალურად გამოაცხადა,

შეერთებულ შტატებში რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯონ მაკკეინმა, ოფიციალურად გამოაცხადა,
რომ აპირებს ბედი სცადოს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. მაკკეინი ამ განცხადებით შეერთებულ შტატებში პოპულარულ სატელევიზიო შოუში გამოვიდა - ”ღამის შოუში დევიდ ლეტერმანთან ერთად”. ჯონ მაკკეინი 70 წლის არის. ის ვიეტნამის ომის ვეტერანია - ამ ომში მან ტყვეობაც გამოსცადა - და ხშირად უსვამს ხაზს თავის გამოცდილებას სამხედრო, და საგარეო პოლიტიკის სფეროებში. ეს არიზონის შტატის სენატორის მეორე მცდელობაა, მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში. 2000 წელს რესპუბლიკურმა პარტიამ მის ნაცვლად ამ პოსტისთვის ჯორჯ ბუშის კანდიდატურა დაასახელა. ამჯერად, მაკკეინის მთავარი მეტოქეები რესპუბლიკური პარტიიდან არიან ნიუ იორკის ყოფილი მერი, რუდოლფ ჯულიანი, და მასაჩუსეტსის ყოფილი გუბერნატორი, მიტ რომნი.
XS
SM
MD
LG