Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტს, ვიქტორ იუშჩენკოს, იმედი


უკრაინის პრეზიდენტს, ვიქტორ იუშჩენკოს, იმედი აქვს, რომ ევროკავშირი

უკრაინის პრეზიდენტს, ვიქტორ იუშჩენკოს, იმედი აქვს, რომ ევროკავშირი
გარკვეულ როლს შეასრულებს მას, და პრემიერ-მინისტრ ვიქტორ იანუკოვიჩს შორის არსებულ უთანხმოებაში. როგორც იუწყებიან, იუშჩენკო ამ განცხადებით ბრიუსელში გამოვიდა - ევროკავშირის საგარეო საქმეთა კოორდინატორთან, ხავიერ სოლანასთან შეხვედრის შემდეგ. სოლანას თქმით, უკრაინის სტაბილურობისთვის პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარებაა აუცილებელი. სოლანა აცხადებს, რომ ევროკავშირი კიევთან ურთიერთობის გაღრმავებაში დაინტერესებულია - თუმცა, ბრიუსელს სურს უკრაინის მთავრობა ”მაქსიმალურად სტაბილური და კონსტრუქციული” იყოს.
XS
SM
MD
LG