Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უშიშროების


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრა გამართა მას მერე,

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრა გამართა მას მერე,
რაც საქართველოს ხელისუფლებამ გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის შვეულმფრენებმა დღეს აფხაზეთის რეგიონში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფი სოფლები დაბომბეს. კოდორის ხეობიდან იუწყებიან, რომ ამ აქტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, სამმა შვეულმფრენმა მოაწყო ეს აქცია.
საქართველოს პრეზიდენტმა არ დაადანაშაულა რუსეთი პირდაპირ. საქართველო სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში მერაბ ანთაძემ განაცხადა, რომ კოდორის ხეობის მოსახლეობის უსაფრთხოების სრული გარანტიები არსებობს.
XS
SM
MD
LG