გაეროს გენერალური მდივანს, ბან კი მუნს, მოუწია პირადად დარწმუნებულიყო იმაში, თუ რამდენად დიდი პრობლემებია
უსაფრთხოების თვალსაზრისით ერაყში. მაშინ, როდესაც ბან კი მუნი ერაყის პრემიერ მინისტრთან, ნური ალ-მალიქისთან ერთად პრეს-კონფერენციას მართავდა, გაისმა მასშტაბური აფეთქების ხმა. ჭერიდან მტვერი და ნატეხები ჩამოცვივდა. აფეთქება პრეს-კონფერენციის შენობიდან დაახლოებით 50 მეტრის მოშორებით მოხდა. არავინ დაშავებულა. პრეს-კონფერენცია 10 წუთში დაასრულეს. ბან კი მუნი ამბობს, რომ ალ-მალიქისთან ”კარგი შეხვედრა” ჰქონდა, და მის მთავრობას გაეროს დახმარება აღუთქვა.