Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა ირანის


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა ირანის სამხედროთა მიერ ბრიტანეთის 15 მეზღვაურის

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა ირანის სამხედროთა მიერ ბრიტანეთის 15 მეზღვაურის
შეპყრობას "უკიდურესად სერიოზული ინციდენტი" უწოდა. ბლერმა გააფრთხილა ირანი, რომ ლონდონისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს მეზღვაურების ბედს და გაიმეორა, რომ ისინი ერაყის ტერიტორიულ წყლებში იქნენ შეპყრობილი. ირანის ხელისუფლებამ ბრიტანელ დიპლომატებს ტყვე მეზღვაურებთან შეხვედრის უფლება არ მისცა. თეირანში დიდი ბრიტანეთის ელჩს ეთქვა, რომ მეზღვაურები ირანის წყლებში დააკავეს და ისინი გამოძიების დასრულებამდე დარჩებიან პატიმრობაში. ირანის სამხედრო ხელმძღვანელობის წარმომადგელის თქმით, მეზღვაურებმა თითქოს უკვე აღიარეს, რომ "ირანის წინააღმდეგ აგრესიის აქტი განახორციელეს."
XS
SM
MD
LG