Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა ევროკავშირის სურვილი,

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა ევროკავშირის სურვილი,
უფრო მჭიდრო ურთიერთობა დაამყაროს შუა აზიასთან. ამ საკითხს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი შეეხო ყაზახეთში, შუა აზიის ხუთი სახელმწიფოს საგარეო უწყებათა ოფიციალურ წარმომადგენლებთან მოლაპარაკების შემდეგ. გერმანიის საგარეო საქმეთა მისინტრმა, რომლის ქვეყანაც ევროკავშირის ამჟამინდელი მორიგე თავმჯდომარეა, ხაზი გაუსვა ევროკავშირისთვის შუა აზიის ენერგორესურსების დიდ მნიშვნელობას. თუმცა, მისივე თქმით, ევროკავშირის ოფიციალური სტრატეგია ამ რეგიონის დემოკრატიზაციის ხელშეწყობასაც მოიცავს. ამასობაში, უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვლადიმირ ნოროვი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მიუღებელია ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა: [ვლადიმირ ნოროვი] “ჩვენი აზრით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ურთიერთობის აგებას თანასწორი უფლებების, ურთიერთპატივსიცემის, ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის, პრაგმატიზმის, მხარეების სასიცოცხლო ინტერესების პატივისცემის საფუძველზე, ამ საკითხში იდეოლოგიის ჩაურევლად”. უზბეკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ამ განცხადებასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ევროკავშირმა უზბეკეთის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო 2005 წლის მაისში ანდიჟონის მოვლენების შემდეგ.
XS
SM
MD
LG