Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ნეშტი მშობლიურ


საქართველოს პირველი პრეზიდენტის ნეშტი მშობლიურ მიწას მიაბარეს. ის მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ნეშტი მშობლიურ მიწას მიაბარეს. ის მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს
ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და ზაქარია ჭიჭინაძის საფლავებს შორის. გამსახურდიას ნეშტი დღეს დილას მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძრიდან გამოასვენეს. სამგლოვიარო ცერემონია თბილისში, ადგილობრივი დროით, 12 საათისთვის შევიდა. პირველი პრეზიდენტის ნეშტი რამდენიმე ხნით საქართველოს პარლამენტის შენობის წინ დაასვენეს. იქ მას პატივი მიაგო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. ზვიად გამსახურდიასთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად ასევე პარლამენტის შენობასთან იყვნენ შეკრებილი უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები, პოლიტიკური პარტიების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ზვიად გამსახურდიას სურთებით, ყვავილებითა და - დღეს ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით - ბზის ტოტებით მისული ათასობით მოქალაქე. საფლავში გამსახურდიას საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან, აგრეთვე გროზნოდან ჩატანილი მიწა ჩააყოლეს.
XS
SM
MD
LG