Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ირანელმა


ირანის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ირანელმა და ბრიტანელმა დიპლომატებმა

ირანის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ირანელმა და ბრიტანელმა დიპლომატებმა
უკვე დაიწყეს პირდაპირი მოლაპარაკება თეირანის მიერ დაკავებული 15 ბრიტანელი ჯარისკაცის საქმეზე. ირანის ეროვნული უსაფრთხოების უზენაესი საბჭოს ხელმძღვანელმა, ალი ლარიჯანიმ, ირანის სახელმწიფო ტელევიზიას უთხრა, რომ ეს მოლაპარაკება პირველი ნაბიჯია კრიზისის გადაჭრის პროცესში. უფრო ადრე, ლარიჯანის ნათქვამი აქვს, რომ უთანხმოების მოგვარება შესაძლებელია ბრიტანელი მეზღვაურების გასამართლების გარეშე. ირანი დაკავებულებს ირანის ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შეჭრაში ადანაშაულებს. ბრიტანეთი კი ამბობს, რომ დაკავების მომენტში ისინი ერაყის წყლებში იმყოფებოდნენ.
XS
SM
MD
LG