Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანელი მეზღვაურების თქმით, მათ წინააღმდეგობა


ბრიტანელი მეზღვაურების თქმით, მათ წინააღმდეგობა არ გაუწიეს ირანის სასაზღვრო დაცვის წარმომადგენლებს,

ბრიტანელი მეზღვაურების თქმით, მათ წინააღმდეგობა არ გაუწიეს ირანის სასაზღვრო დაცვის წარმომადგენლებს,
რადგან არ სურდათ საერთაშორისო ინციდენტის გამოწვევა.
მათივე განცხადებით, მეზღვაურებზე მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა, ისინი ერთმანეთისგან იზოლირებული, მცირე ზომის ქვის საკნებში ჰყავდათ მოთავსებული. ამავე ცნობით, მათ ემუქრებოდნენ 7 წელზე მეტი ხნით პატიმრობით, თუკი არ აღიარებდნენ, რომ ირანის ტერიტორიაზე შევიდნენ. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრიტანელი მეზღვაურების პრესკონფერენციას უწოდა “დადგმული”, რათა დაემალათ ირანის წყლებში შესვლაო. ირანის მედია ბრიტანეთში გამართულ პრესკონფერენციას პროპაგანდას უწოდებს. აშშ-ის თეთრმა სახლმა დაგმო მეზღვაურების მიმართ მუქარა ირანელების მხრივ.
თავდაცვის სამინისტოს თანახმად, გაანალიზდება, როგორ სრულდებოდა სავალდებულო წესები, ასევე მოქმედება და აღჭურვილობა. 15 მეზღვაური 5 აპრილს ჩავიდა ბრიტანეთში ორი კვირა ირანში დაკავების შემდეგ. თავდაცვის სამინისტროს თანახმად, არც ერთ მათგანს არ დასჯიან ირანის ტელევიზიით გამოსვლისას ირანის ტერორიტორიულ წყლებში შეჭრის გამო ბოდიშის მოხდის გამო . ბრიტანეთი ამტკიცებდა, რომ მისი მეზღვაურები ერაყის ტერიტორიულ წყლებში იყვნენ, როცა დააკავეს.
XS
SM
MD
LG