Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, თვითმკვლელის მიერ


ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, თვითმკვლელის მიერ ბომბის აფეთქებას 7 კაცი შეეწირა.

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, თვითმკვლელის მიერ ბომბის აფეთქებას 7 კაცი შეეწირა.

პოლიცია იუწყება, რომ თავდამსხმელმა მანქანა ააფეთქა პარლამენტის შენობასთან. დახოცილებს შორის, თვითმკვლელის გარდა არიან სამოქალაქო პირები და ერთი პოლიციელი. ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, რომ ის შეხვდა თალიბანის წარმომადგენლებს. დიალოგის მიზანი, მისივე თქმით, ქვეყანაში მშვიდობის დამყარებაა. ცნობაში არაა ლაპარაკი იმაზე თუ, რა დონისა იყო თალიბანის წარმომადგენლობა ამ შეხვედრაზე. კარზაიმ ფუნდამენტალისტ ისლამისტ მეამბოხეებს მოუწოდა იარაღი დაყარონ და შეუერთდნენ მთავრობას, მაგრამ იქვე გამორიცხა გარიგება უცხოელ მეამბოხეებთან.
XS
SM
MD
LG