Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთში ირანის ელჩმა ლონდონს მოუწოდა


ბრიტანეთში ირანის ელჩმა ლონდონს მოუწოდა, კეთილი ნების ჟესტით

ბრიტანეთში ირანის ელჩმა ლონდონს მოუწოდა, კეთილი ნების ჟესტით
უპასუხოს თეირანის მიერ 15 ბრიტანელი მეზღვაურის გათავისუფლებას - რომლებიც ირანში ორი კვირის განმავლობაში იყვნენ დაკავებული. ”Financial Times”-თვის მიცემულ ინტერვიუში, რასულ მოვაჰედიან-ატარმა განაცხადა, რომ ირანი მოხარული იქნება, თუ ბრიტანეთი დახმარებას აღმოუჩენს იმ ხუთი ირანელის გათავისუფლებაში, რომლებიც შეერთებული შტატების ძალებს ერაყში ჰყავთ დაკავებული. ელჩის თქმით, თეირანს აგრეთვე სურს ბრიტანეთმა ირანის ატომური პროგრამის ირგვლივ მსოფლიოში არსებული შიში შეასუსტოს. ოთხშაბათს, ბრიტანელი მეზღვაურების შეწყალების და გათავისუფლების შესახებ განცხადებით გამოსვლისას, ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა, ამას ბრიტანელი ხალხისთვის მიძღვნილი ”საჩუქარი” უწოდა.
XS
SM
MD
LG