Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში 1 ივლისიდან, სავარაუდოდ, 20-დან


თბილისში 1 ივლისიდან, სავარაუდოდ, 20-დან 40 თეთრამდე გაიზრდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ღირებულება.

თბილისში 1 ივლისიდან, სავარაუდოდ, 20-დან 40 თეთრამდე გაიზრდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ღირებულება.
ამ საკითხზე დედაქალაქის საკრებულოში იმსჯელეს. ამასთან, როგორც თბილისის ვიცე-მერმა დავით ალავიძემ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ტარიფი გაძვირდება იმ ადამიანებისთვის, ვინც იშვიათად მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ხოლო ის პირები, რომლებიც სისტემატურად იყენებენ მეტროს, თუ ავტობუსს, შეღავათებით ისარგებლებენ. დღევანდელ სხდომაზე დეპუტატი კობა დავითაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ საკრებულომ ერთი თვის ვადაში წარმოადგინოს დეტალურად განხილული პროექტი, რომელშიც დაზუსტებული იქნება, მართლაც შეეხება თუ არა გაძვირება ტრანსპორტით მოსარგებლეთა უმრავლესობას. დავითაშვილის წინადადება მიიღო საკრებულომ, რომლის თავმჯდომარე ზაზა ბეგაშვილის განცხადებით, საკითხს კანონის ფარგლებში განიხილავენ და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ მოსახლეობისა და ექსპერტების აზრის გათვალისწინებით.
XS
SM
MD
LG