აშშ-ის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ერაყში აშშ-ის სამხედრო მისია უსასრულოდ არ გაგრძელდება.
ამ შინაარსის განცხადება თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა ერაყში მოულოდნელი ვიზიტის დროს გააკეთა. ერაყში ხუთშაბათს ჩასული გეიტსი ფალუჯასთან მდებარე სამხედრო ბაზაზე შეხვდა ამერიკული სარდლობის წარმომადგენლებს, შემდეგ კი ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ერაყის ლიდერებს მიმართავს მოწოდებით, უფრო სწრაფად მიიღონ ზომები დაპირისპირებული მხარეების შესარიგებლად და ნავთობით მიღებული შემოსავლების განაწილების შესახებ კანონის მისაღებად. სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, დღეს გეიტსი ერაყის პერმიერ-მინისტრ ნური ალ-მალიკის შეხვდა.