რუსეთი ეთხოვება თავის ყოფილ პრეზიდენტს, ბორის ელცინს,
რომელიც ორშაბათს გარდაიცვალა 76 წლის ასაკში. ელცინის ცხედარი ორი დღის მანძილზე იქნება დასვენებული მოსკოვის მაცხოვრის საკათედრო ტაძარში. მრავალი ადამიანი მიდის გარდაცვლილი პოლიტიკოსისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად. დღეს ეკლესიაში პანაშვიდი გაიმართა. ელცინს ოთხშაბათს დაკრძალავენ მოსკვოვში, ნოვოდევიჩის ისტორიულ სასაფლაოზე. ეს დღე რუსეთში გლოვის დღედ არის გამოცხადებული. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათისთვის გადადო თავისი წლიური გამოსვლა პარლამენტში, რომელიც ოთხშაბათს უნდა გამართულიყო.