Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს


საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ავღანეთში

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ავღანეთში
სამი კვირის განმავლობაში დაკავებული ორი ფრანგი მძევლიდან ერთი გათავისუფლებულია. დღესვე, უფრო ადრე, თალიბანის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჰუმანიტარული დახმარების სფეროში მომუშავე ფრანგი ქალი, რომელიც ფრანგ მამაკაც კოლეგასთან, და სამ ავღანელთან ერთად დააკავეს, გათავისუფლებულია. თალიბანი მძევლების მოკვლით იმუქრებოდა, და საფრანგეთს ავღანეთიდან ჯარის გაყვანის პირობას უყენებდა. უკანასკნელ ულტიმატუმს ვადა დღეს ამოეწურა. თალიბანის წარმომადგენელმა, ზაბიულა მოჯაჰედმა, რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს ქაბულში უთხრა, რომ თალიბანი საფრანგეთის მთავრობას მძევალთა გასათავისუფლებლად მოლაპარაკების საწარმოებლად კიდევ ერთ კვირას აძლევს.
XS
SM
MD
LG