Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პარლამენტის საკონსტიტუციო კომიტეტის რეკომენდაციით


თურქეთის პარლამენტის საკონსტიტუციო კომიტეტის რეკომენდაციით, საყოველთაო არჩევნები 22 ივლისს უნდა გაიმართოს.

თურქეთის პარლამენტის საკონსტიტუციო კომიტეტის რეკომენდაციით, საყოველთაო არჩევნები 22 ივლისს უნდა გაიმართოს.
მოსალოდნელია, რომ პარლამენტში მიმდინარე კვირაში გაიმართება კენჭისყრა ამ საკითხზე. დღესვე უფრო ადრე, პარლამენტს თურქეთის მმართველმა პარტიამ მიმართა ოფიციალური წინადადებით, რომ 24 ივნისს გაიმართოს ვადამდელი საყოველთაო არჩევნები. ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიმ ერდოანმა თურქეთში სეკულარიზმის მომხრეების შეშფოთების გამო, რომ ერდოანის პარტიას თურქეთი ისლამური მმართველობისაკენ მიჰყავს პრეზიდენტობის კანდიდატად აბდულა გიულის წამოყენებით. გიული საგარეო უწყების ხელმძღვანელია და ისლამისტების პოლიტიკური ბანაკის წარმომადგენლად ითვლება. ევროკომისარმა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში, ოლი რენმა თურქ სამხედროებს მოუწოდა, ნუ ჩაერევიან პოლიტიკურ კრიზისში. ოლი რენის მიმართვის ტექსტი პრეს-მდივანმა იოჰანეს ლაიტენბერგერმა წაიკითხა ბრიუსელში: [ლაიტენბერგერის ხმა] “ევროპის კავშირი ეფუძნება თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა პატივისცემისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს, ისევე როგორც სამოქალაქო ძალაუფლების სამხედროზე უპირატესობის პრინციპს. თუ ქვეყანას სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი, მან პატივი უნდა სცეს ამ პრინციპებს”. ევროკომისია მიესალმა ასევე ინიციატივას თურქეთში ვადამდელი არჩევნების გაართვის შესახებ.
XS
SM
MD
LG