Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირის ხელმძღვანელობამ მკაცრად გააკრიტიკა


ევროპის კავშირის ხელმძღვანელობამ მკაცრად გააკრიტიკა უზბეკეთი,

ევროპის კავშირის ხელმძღვანელობამ მკაცრად გააკრიტიკა უზბეკეთი,
სადაც ახლახან ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიუსაჯეს ორ ჟურნალისტსა და უფლებადამცავ აქტივისტს - გულბაჰარ ტურაევასა და უმიდა ნიაზოვას. ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარემ - გერმანიამ - მოითხოვა, დაუყოვნებლივ გადაისინჯოს ჟურნალისტთა საქმეები. როგორც რადიო "თავისუფლებას" გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა უთხრა, უზბეკეთში ჟურნალისტთა დევნამ, შესაძლოა, ევროკავშირს გადააწყვეტინოს, განაახლოს სანქციები ამ ქვეყნის წინააღმდეგ. სასამართლომ ტურაევა და ნიაზოვა დამნაშავედ სცნო ანტისამთავრობო სატმიანობაში და მათ შესაბამისად ექვსი და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს რეპორტაჟები 2005 წლის მაისის მოვლენებზე, როცა ქალაქ ანდიჟანში ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია მშვიდობიანი დემონსტრაცია.
XS
SM
MD
LG