Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ ბაღდადში


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ ბაღდადში გამართა მოლაპარაკებები ერაყის ლიდერებთან,

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ ბაღდადში გამართა მოლაპარაკებები ერაყის ლიდერებთან,
მათ შორის პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიკისთან და პრეზიდენტ ჯალალ თალაბანისთან. მანამდე ჩეინი შეხვდა ერაყში აშშ-ის ჯარების სარდალს, გენერალ დევიდ პეტრეუსს. ერაყში ვიზიტით ვიცე-პრეზიდენტმა ჩეინიმ დაიწყო ახლო აღმოსავლეთში ტურნე, რომლის ფარგლებშიც გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ეგვიპტესა და იორდანიაშიც ჩავა. ამასობაში გავრცელდა ცნობა, რომ დანაღმული ავტომანქანის აფეთქებამ 19 ადამიანი მოკლა და 50-ზე მეტი დაჭრა ჩრდილოეთ ერაყის ქალაქ ირბილში. ასევე ჩრდილოეთში მდებარე ქირქუქში კი, როგორც იუწყებიან, 4 ერაყელი ჟურნალისტი მოკლეს.
XS
SM
MD
LG