Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში აღნიშნეს ფაშიზმზე გამარჯვების 62-ე


საქართველოში აღნიშნეს ფაშიზმზე გამარჯვების 62-ე წლისთავს - ისევე როგორც თითქმის ყველა დანარჩენ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში.

საქართველოში აღნიშნეს ფაშიზმზე გამარჯვების 62-ე წლისთავს - ისევე როგორც თითქმის ყველა დანარჩენ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში.
რუსეთში, მოსკოვის წითელ მოედანზე გამართულ სამხედრო აღლუმში, 7000-მდე სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პატივისცემით მოიხსენია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შემავალი ქვეყნების ყველა მოქალაქე, ვინც მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა: [პუტინის ხმა] “გამარჯვების დღე აახლოებს და აერთიანებს არა მარტო რუსეთის მოქალაქეებს, არამედ ჩვენს უახლოეს მეზობლებსაც თანამეგობრობის ქვეყნებში. ჩვენ, ყველანი, მადლიერების გრძნობით ვართ აღვსილი იმ თაობისადმი, რომელსაც ბედმა ომის მძიმე ტვირთი არგუნა”. იქვე პრეზიდენტმა პუტინმა გაარიკტიკა ისინი, ვინც "ომის გმირთა მემორიალებს შეურაცხყოფს" - ეს იყო აშკარა მითითება მოვლენებზე ესტონეთში, სადაც საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა საბჭოთა ჯარისკაცის მონუმენტის გატანას ტალინის ცენტრიდან. კიევში უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ “მარადიული პატივისცემითა და მადლიერებით” მოიხსენია მეორე მსოფლიო ომში უკრაინისთვის მებრძოლნი. სომხეთის პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი კი ხელმძღვანელობდა დელეგაციას, რომელიც დაესწრო სამხედრო აღლუმს სტეფანაკერტში, მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაციულ ცენტრში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მთავრობის დღევანდელი სხდომა გახსნა დიდი სამამულო ომის ვეტერანებისათვის გამარჯვების დღის მილოცვით. პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ კი ვაკის პარკში შეკრებილ ვეტერანებს მიულოცა გამარჯვების დღე და ყვავილებით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი.
XS
SM
MD
LG