Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა
და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში გამართეს მოლაპარაკებები. რუსეთი და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, შეარბილონ ერთმანეთის მიმართ ანგრესიული რიტორიკა. დღეს რაისი შეხვდა რუსეთის პოლიტიკური პარტიების, მასმედიია და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დაძაბულობა მთელი რიგი საკითხების გამო წარმოიშვა. რუსეთი ვაშინგტონს ბრალად სდებს, რომ ის ცდილობს დომინირებდეს მსოფლიო პოლიტიკაში და აკრიტიკებს ამერიკის გეგმას ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის მშენებლობის თაობაზე. ამავე დროს მოსკოვი ვაშინგტოს ბრალს სდებს, რომ ის მის შინაურ საქმეებში ერევა, როცა რუსეთის პროდემოკრატიულ ორგანიზაციებს აფინასებს.
XS
SM
MD
LG