Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზში გაიმართა საფრანგეთის პრეზიდენტად ნიკოლა


პარიზში გაიმართა საფრანგეთის პრეზიდენტად ნიკოლა სარკოზის ინაუგურაცია.

პარიზში გაიმართა საფრანგეთის პრეზიდენტად ნიკოლა სარკოზის ინაუგურაცია.
სარკოზიმ თანამდებობა გადაიბარა ჟაკ შირაკისგან, რომელიც 12 წლის მანძილზე იყო ქვეყნის პრეზიდენტი. კონსერვატორმა სარკოზიმ გამარჯვება მოიპოვა 6 მაისს გამართულ არჩევნებში. "ხალხმა მომანიჭა პრეზიდენტის უფლებამოსილება და მე შევასრულებ ჩემს მოვალეობას, რათა გავამართლო ნდობა, რომელიც აღმომიჩინა ფრანგმა ხალხმა. მე მთელი ძალით დავიცავ საფრანგეთს, დავიცავ მის თვითმყოფადობას, ვინაიდან მას საკუთარი, განსაკუთრებული სახე აქვს. და მე პატივს ვცემ კანონებს და სახელმწიფოს ძალაუფლებას, პირველ რიგში - მის მიუკერძოებლობას," განაცხადა სარკოზიმ ინაუგურაციის შემდეგ. სარკოზი დღესვე გაემგზავრა ბერლინში, სადაც ხვდება გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს. მოლაპარაკებების მთავარი საკითხია ევროკავშირის მომავალი.

XS
SM
MD
LG