Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა


საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის
2007 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელების სტრატეგიას.
როგორც ხუთშაბათს გამართულ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, აღნიშნული გეგმა უმთავრესი პრიორიტეტია საქართველოსთვის, ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა 3 წელიწადზეა გათვლილი. მისი მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანას პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების განხორციელებაში და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის ნორმებთან დაახლოვებაში. ამავე დროს, შექმნის მტკიცე საფუძველს ურთიერთობების შემდგომი განვითარებისათვის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში.
XS
SM
MD
LG