ირანის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყენაში ურანის გამდიდრების პროცესის შეჩერებაზე საუბარი ძალიან დაგვიანებულია.
მაჰმუდ აჰმადინეჟადი აფრთხილებს დასავლეთს – "ნუ ეთამაშება ცეცხლს". თეირანში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, 5 ივნისს, ირანის პრეზიდენტმა ურჩია გაეროს უშიშროების საბჭოს – ნუ იფიქრებს ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე, რადგანაც ქვეყნის ეკონომიკას დარტყმა ვერც უკვე დაწესებულმა სანქციებმა მიაყენა. გაეროს უშიშროების საბჭომ, დეკემბრის შემდეგ, ირანს 2-ჯერ დაუწესა სანქციები, რადგანაც ქვეყანა უარს ამბობდა ურანის გამდიდრების პროცესის შეწყვეტაზე.