Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება რუსეთის


ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება რუსეთის სურვილს - განისაზღვროს გზები სავარაუდო სარაკეტო თავდასხმის

ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება რუსეთის სურვილს - განისაზღვროს გზები სავარაუდო სარაკეტო თავდასხმის
მოსაგერიებლად ისეთი ქვეყნების მხრიდან, როგორიც არის ირანი ან ჩრდილოეთი კორეა. თეთრი სახლის პრესმდივანმა ტონი სნოუმ 10 ივნისს განაცხადა ისიც, რომ საკითხის განვითარება დროს მოითხოვს. ანტისარაკეტო სისტემის ელემენტის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განთავსების გეგმა რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგას 7 ივნისს გერმანიის საკურორტო ქალაქ ჰაილიგენდამში, დიდი რვიანის სამიტის ფარგლებში გამართული პირისპირ შეხვედრის დროს გააცნო. ბუშმა პუტინის გეგმას "საინტერესო" უწოდა. საკითხს ნათელი მოეფინება მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტი ამერიკაში ჩავა და მოლაპარაკებებს გამართავს ამერიკელ კოლეგასთან. მოსკოვის გეგმის დეტალების განსახილველად მზადყოფნა გამოხატა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ხოლო ირანის პარლამენტმა მიმართა ქვეყნის მთავრობას კატეგორიული პასუხი გასცეს რუსეთის მიერ წამოყენებულ წინადადებას. პარლამენტის წარმომადგენლის კაზემ ჯალალის განცხადებით, ირანი არ უნდა იქცეს დაპირისპირების განმუხტვის "იარაღად" მსოფლიოს გავლენიან ქვეყნებს შორის.
XS
SM
MD
LG