Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქო მასპინძლობს დემოკრატიისა და ეკონომიკური


ბაქო მასპინძლობს დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია სუამის სამიტს, რომელშიც საქართველოს უმაღლესი რანგის დელეგაციაც მონაწილეობს.

ბაქო მასპინძლობს დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია სუამის სამიტს, რომელშიც საქართველოს უმაღლესი რანგის დელეგაციაც მონაწილეობს.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა აზერბაიჯანისა და პოლონეთის პრეზიდენტებთან, ილჰამ ალიევთან და ლეხ კაჩინსკისთან. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, გელა ბეჟუაშვილმა კი განაცხადა: [ბეჟუაშვილის ხმა] "ჩვენ შევთანხმდით, ვითანამშრომლოთ და ვიმუშავოთ იმაზე, რომ შევქმნათ შესაძლებლობა იმისათვის, რათა სუამმა ახლო მომავალში მონაწილეობის მიღება შეძლოს სამშვიდობო ოპერაციებში თავისი არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიციური კონტინგენტით". ცნობების თანახმად, სამიტზე განიხილავენ ენერგომომარაგების სფეროში მოსკოვის გავლენის შემცირების საკითხებს.
XS
SM
MD
LG