რუსი გამომძიებლები არ გამორიცხავენ ლიტვინენკოს მკვლელობაში ბორის ბერეზოვსკის მონაწილეობას.
ამ შინაარსის განცხადება გააკეთა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ახალმა თავმჯდომარე ალექსანდრ ბასტრიკინმა. რუსეთის უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, ბრიტანეთში ემიგრირებული ალექსანდრ ლიტვინენკო შარშან შემოდგომაზე მოწამლეს. მასავით ბრიტანეთში ემიგრირებული რუსი მულტიმილიონერი ბორის ბერეზოვსკი კრემლს აკისრებს ლიტვინენკის მოწამვლისთვის პასუხისმგებლობას. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ახალმა თავმჯდომარე დღესვე სკოტლენდ იარდი გააკრიტიკა იმის გამო, რომ ის, ლიატვინენკოს მკვლელობის გამოძიებისას, ერთ ეჭვმიტანილზე - რუს ბიზნესმენ ანდრეი ლუგოვოიზე არის კონცენტრირებული და სხვებს უგულებელყოფს.