Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ნატოს ეგიდით მოქმედმა შეიარაღებულმა


ავღანეთში ნატოს ეგიდით მოქმედმა შეიარაღებულმა ძალებმა 24 ივნისს დაადასტურა, რომ პაკისტანის რეგიონში, ვაზირისტანში,

ავღანეთში ნატოს ეგიდით მოქმედმა შეიარაღებულმა ძალებმა 24 ივნისს დაადასტურა, რომ პაკისტანის რეგიონში, ვაზირისტანში,
საჰაერო თავდასხმების შედეგად მოკლულებს შორის მშვიდობიანი ადამიანებიც იყვნენ. პაკისტანის არმიის პრესმდივნის გენერალ ვაჰიდ არშადის თქმით, ჩრდილოეთ და სამხრეთ ვაზირისტანში, 23 ივნისს, სარაკეტო თავდასხმების შედეგად 28 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ოპერაცია, რომელმაც დაახლოებით 60 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ავღანეთის მხარემ განახორციელა. ოპერაცია მიმართული იყო ავღანეთი-პაკისტანის საზღვარის ახლოს დაბანაკებული მეამბოხეების წინააღმდეგ, რომლებიც, გავრცელებული ცნობის მიხედვით, თავდასხმას თავად ამზადებდნენ. ინციდენტმა 4 პაკისტანელი ჯარისკაცის სიცოცხლეც შეიწირა. ნატოს საერთაშორისო სამშვიდობო ძალების პრესმდივნის თქმით, ორგანიზაცია მწუხარებას გამოთქვამს უდანაშაულო ადამიანების დაღუპვის გამო. აქვე შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ მკაცრად დაგმო არაერთი უდანაშაულო ადამიანის დაღუპვის ფაქტი, ნატოსა და ამერიკის სამხედრო კოალიციის ძალების მიერ განხორციელებული ოპერაციებისას. მან თქვა, რომ "ეს დაუშვებელია" და რომ ავღანელები "ამას ვეღარ შეეგუებიან." ვრცელდება ცნობა, რომ ბოლო კვირის მანძილზე ავღანეთში 100 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
XS
SM
MD
LG