Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქ ტუზ


ერაყის ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქ ტუზ ხურმატოს ხალხმრავალ ბაზარში მომხდარ აფეთქებას 7 ივლისს ,

ერაყის ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქ ტუზ ხურმატოს ხალხმრავალ ბაზარში მომხდარ აფეთქებას 7 ივლისს ,
სულ ცოტა, 130 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მათ შორის არიან ქალები და ბავშვები. შაბათს გავრცელებული ცნობის მიხედვით, ინციდენტმა დაახლოებით 100 ადამიანი იმსხვერპლა. აფეთქების შედეგად ძირითადად შიიტებით დასახლებულ ქალაქში დაინგრა დაახლოებით 50 მაღაზია და 50 საცხოვრებელი სახლი. დღეს აფეთქება მოხდა ბაღდადის ცენტრშიც. უპირატესად შიიტებით დასახლებულ რაიონში თვითმკვლელის მიერ თავის აფეთქებამ 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. იუწყებიან ერაყში დღეს მომხდარი სხვა აფეთქების შესახებაც, რომელმაც, სულ ცოტა, 34 ადამიანი შეიწირა. მათ შორის არის 23 ამერიკელი წვევანდელი. ასევე დღეს იპოვეს ერაყელი ცოლ-ქმრის გვამები. ისინი ერაყში ამერიკის საელჩოში მუშაობდნენ. მათ მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ჯერ კიდევ 31 მაისს აიღო ალ-ყაიდის მიერ მართულმა დაჯგუფებამ "ისლამისტური სახელმწიფო ერაყში".
XS
SM
MD
LG