Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შავ ზღვაში, უკრაინის სანაპიროს მახლობლად


შავ ზღვაში, უკრაინის სანაპიროს მახლობლად, დაიწყო ორკვირიანი სამხედრო-საზღვაო სწავლება

შავ ზღვაში, უკრაინის სანაპიროს მახლობლად, დაიწყო ორკვირიანი სამხედრო-საზღვაო სწავლება
სახელწოდებით "სი ბრიზ-2007". მანევრები ტარდება ნატოს პროგრამით "პარტნიორობა მშვიდობისთვის" და მასში 13 ქვეყნის (მათ შორის, საქართველოს) საზღვაო და სახმელეთო ქვედანაყოფები მონაწილეობენ. დღესვე, ოდესაში, გაიმართა არასანქცირებული საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები უკმაყოფილებას გამოთქვემდნენ ნატოსთან უკრაინის თანამშრომლობის გამო. შარშან ასეთივე მანევრები მასობრივი საპროტესტო მანიფესტაციების გამო გააუქმეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის ანატოლი გრიცენკოს განცხადებით, წლევანდელი მანევრების ჩაშლის ყოველგვარი ცდა აღკვეთილ იქნება.
XS
SM
MD
LG