Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე


ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა დღეს განაცხადა,

ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა დღეს განაცხადა,
რომ კოსოვოს მომავალი სტატუსის თაობაზე გეგმა, რომელსაც დასავლეთი უჭერს მხარს, ალბათ სერბიის ამ პროვინციაში ვითარების პოლიტიკური მოგვარების უკანასკნელი შანსია. სხეფერმა, რომელიც ბელგრადში ჩავიდა ვიზიტად, მოქნილობისა და თავშეკავებისკენ მოუწოდა ყველა მხარეს. გაეროს გადახალისებული რეზოლუცია სერბიასა და კოსოვოში მცხოვრებ ეთნიკურ ალბანელებს შორის მოლაპარაკებები კიდევ ოთხი თვით გაგრძელებას ითვალისწინებს. რუსეთმა ვეტო დაადო კოსოვოსთან დაკავშირებით გაეროს რეზოლუციის წინა პროექტს იმ მოტივით, რომ ის არღვევს სერბიის ტერიტორიულ მთლიანობას. კოსოვოს საკითხებში გაეროს საგანგებო წარმომადგენლის, მარტი აჰტისაარის მიერ წარმოდგენილი ეს გეგმა სერბიის ამ პროვინციის დამოუკიდებლობას ითვალისწინებს გაეროს მეთვალყურობით.

XS
SM
MD
LG