Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კოსოვოს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კოსოვოს
სამომავლო სტატუსთან დაკავშირებულ ახალი მოლაპარაკებებისთვის დროის ლიმიტი არ უნდა დაწესდეს. ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი ევროპელი მოკავშირეების 20 ივლისის გადაწყვეტილებით, კოსოვოს სამომავლო სტატუსის საკითხს გაეროს უშიშროების საბჭო აღარ განიხილავს. ასეთი გადაწყვეტილება განპირობებული იყო გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის - რუსეთის მუქარით, რომ ის ვეტოს დაადებდა კოსოვოს საკითხს. შეერთებული შტატების წარმომადგენელის გაეროშო ზალმაი ხალილზადის განცხადებით, პრობლემის გადაჭრაზე იმუშავებს კოსოვოს საკონტაქტო ჯგუფი, რომელშიც შედიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, რუსეთი, შეერთებული შტატები და საფრანგეთი. ამ ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთს მომავალ კვირაში შეხვდებიან, რათა სერბიისა და მისი პროვინციის კოსოვოს ლიდერებს შორის 120-დღიანი დიპლომატიური პროცესის დაწყებაზე იმსჯელონ.
XS
SM
MD
LG