Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რვა წლის პატიმრობის შემდეგ სოფიაში


რვა წლის პატიმრობის შემდეგ სოფიაში ჩავიდა ექვსი ბულგარელი მედიკოსი,

რვა წლის პატიმრობის შემდეგ სოფიაში ჩავიდა ექვსი ბულგარელი მედიკოსი,
რომელთაც ლიბიაში სამუდამო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. მათ სამშობლოში დაბრუნებისთანავე შეუნდო პრეზიდენტმა გიორგი პარვანოვმა. ევროპის კომისიის თავჯდომარემ, ჟოზე მანუელ ბაროზუმ განაცხადა, რომ მედიკოსების გასათავისუფლებლად ლიბიასთან მიღწეულ იქნა გარიგება ურთიერთობების გაუმჯობესების თაობაზე. ლბიის საგაროე საქმეთა მინისტრ აბდელ რაჰმან შალღამმის თქმით, ევროკავშირი და ლიბია შეთანხმდნენ, სრული პარტნიორობა აწარმოონ. ხუთ ბულგარელ მედდას და ერთ პალესტინელ ექიმს, რომელიც ბულგარეთის მოქალაქეა, ბრალი ედებოდათ შიდსის ვირუსით ლიბიელი ბავშვების განზრახ დაავადებაში.
XS
SM
MD
LG