7 აგვისტოს, გორის რაიონის სოფელ წითელუბანში საქართველოს პრეზიდენტი ჩავიდა. მიხეილ სააკაშვილმა მოინახულა ადგილი, სადაც 6 აგვისტოს რუსეთის სამხედრო ავიაციის თვითმფრინავმა
მართვადი რაკეტა ჩამოაგდო. პრეზიდენტი სააკაშვილი რუსეთის მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევასთან და ტერიტორიის დაბომბვასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობას ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მსგავსი ფაქტები თანამედროვე მსოფლიოში არ უნდა ხდებოდეს და ევროპა უნდა ჩამოყალიბდეს, თუ როგორი ურთიერთობა სურს რუსეთთან. სააკაშვილის განცხადებით, მსგავსი პროვოკაციები საქართველოს არაკეთილმოსურნეების მიერ გათვლილია ქვეყანაში სიმშვიდის დარღვევისა და საზოგადოებაში პანიკის გამოწვევისკენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2006 წლის 6 აგვისტოს, თბილისის დროით დაახლოებით 19:30 საათზე ორმა რუსულმა "სუ" ტიპის თვითმფრინავმა დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე და გაისროლა ერთტონიანი მართვადი რაკეტა, რომელიც გორის რაიონის სოფელ წითელუბნის მახლობლად ჩავარდა. რაკეტა არ ამოქმედებულა.